სიახლეები

20 აპრილს არქის ფილარმონიის ოფისში „დიდი ფასდაკლების დღე“ გაიმართა. არქის ოფისში დილიდანვე ბინის გამორჩეულ ფასად შეძენის უპრეცედენტო რაოდენობის მსურველი შეიკრიბა და არქის დიდ ოჯახს ერთ დღეში კიდევ 150 ახალი ოჯახი შეუერთდა.   „დიდი ფასდაკლების დღე“ არქის ტრადიციაა, რომელსაც კომპანია ახალი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის დაწყებისას მართავს. ამ დღეს მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა არქის ახალ პროექტში ბინა ისეთ ფასად შეიძინოს, რომელიც სხვა დროს აღარ განმეორდება.    „ნამდვილად გამორჩეული დღე იყო 20 აპრილი, რადგან უპრეცედენტოდ ბევრი ადამიანი გვესტუმრა. ბედნიერები ვართ, რომ ერთ დღეში არქის დიდ ოჯახს 150  ახალი ოჯახი შეემატა, რაც ჩვენი კომპანიის მიმართ დიდ ნდობაზე მეტყველებს. თითოეულ არქელს მადლობას ვუხდით არქის არჩევისა და ნდობისთვის. არქის მთავარი პრიორიტეტი არქელებზე ზრუნვაა და ჩვენი გუნდი ყოველთვის მაქსიმუმს გააკეთებს იმისთვის, რომ არქის ოჯახის თითოეულმა წევრმა კომფორტულად და ბედნიერად იცხოვროს“. - არქის გენერალური დირექტორი შიო ხეცურიანი.   დიდი ფასდაკლება არქი დიღომი 3-ის ახალ საცხოვრებელ სახლებს ეხებოდა, რომელიც დიდ დიღომში ფარნავაზ მეფის გამზირზე, ჰიპერმარკეტ „გუდვილთან“ შენდება. კომპლექსი გამოირჩევა თანამედროვე, დახვეწილი არქიტექტურით და 7000 კვ.მ. გამწვანებულ ეზოს, საბავშო და სპორტულ მოედნებს, თანამედროვე ლობის, კომერციულ ფართებსა და ავტოსადგომებს აერთიანებს.   20 აპრილი არქის ფილარმონიის ოფისში მართლაც დღესასწაული იყო, რადგან 150 ოჯახი საოცნებო სახლის მესაკუთრე გახდა. ღონისძიება არქელების მეგობარ დუტა სხირტლაძეს მიჰყავდა, თითოეულ ახალ არქელს შენაძენი საზეიმო ვითარებაში მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს. კომპანიაში აცხადებენ, რომ არქელებს წინ კიდევ უამრავი ახალი შთამბეჭდავი პროექტი, შეთავაზება და ღონისძიება ელოდებათ.   არქი 17-წლიანი გამოცდილების მქონე ლიდერი დეველოპერი კომპანიაა საქართველოში, რომელიც 35 000-ზე მეტ არქელს ერთ დიდ ოჯახად აერთიანებს. არქის 49 დასრულებული და 20 მიმდინარე პროექტი აქვს თბილისის ყველა უბანში, ბათუმსა და ბაკურიანში.
არქიში წლის პირველი ფასდაკლებაა!
ვრცლად
20/11/2023