Close Icon
Chat Box
Archi Logo

შეუკვეთე ზარი

Phone Icon

დაგვიკავშირდით

+995 322 602 602

Phone Icon შეუკვეთე ზარი
გთხოვთ, ჩაწეროთ სახელი
გთხოვთ, აირჩიოთ ზარის მიზანი
გთხოვთ, ჩაწეროთ ტელეფონის ნომერი
ქარ ENG РУС

არქი არის სამშენებლო კომპანია, რომელიც ყველა სტანდარტის დაცვითა და უმაღლესი ხარისხის მასალებით აშენებს თანამედროვე და კომფორტულ ბინებს

ჩვენ შესახებ

ჩვენ შესახებ

არქი ისტორიას 2006 წლიდან ითვლის და უკვე 20 000-მდე არქელს ერთ დიდ ოჯახად აერთიანებს. კომპანიის უმთავრესი საქმიანობა სამშენებლო და დეველოპერული პროექტებია. არქის აქვს 33 დასრულებული საცხოვრებელი კორპუსი, რომლის საერთო სამშენებლო ფართი 540,000 კვ.მ-ზე მეტია. კომპანია თბილისის ყველა უბანში 18 პროექტს აშენებს, უახლოეს პერიოდში კი დაგეგმილია 10-ზე მეტი ახალი საცხოვრებელი სახლისა და რამდენიმე ბრენდული სასტუმროს მშენებლობა თბილისსა და საქართველოს ზღვისა და მთის კურორტებზე. არქიმ უმსხვილეს გერმანულ კომპანია Xella-სთან ერთად თბილისში Ytong-ის ქარხნის მშენებლობაც დაიწყო, რომელიც ენერგოეფექტურ და ცეცხლგამძლე სამშენებლო ბლოკს აწარმოებს. პროექტის ინვესტიცია 15 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. კომპანიის ყველა სამშენებლო პროექტი სრულად დაფინანსებულია უცხოური ინვესტიციებით, რაც იძლევა იმის გარანტიას, რომ ყველა პროექტი დაგეგმილ ვადებში ჩაბარდება. არქის ყოველდღიურ აქტივობაში სოციალურ პასუხისმგებლობას დიდი ადგილი უკავია, კომპანიის მოგების 5% სწორედ ამ ინიციატივას ემსახურება. სოციალური პასუხისმგებლობის მთავარი მიმართულება გარემოს დაცვა, ბავშვებზე ზრუნვა, ქართული სპორტის განვითარება და ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციაა. აღნიშნული ინიციატივის დანერგვის შედეგად, აქტიურად იმართება კამპანია #არქელებიზრუნავენ, რომლის ფარგლებშიც კომპანია მაცხოვრებლებთან ერთად არაერთ საინტერესო აქტივობას ახორციელებს.

არქი დეველოპმენტი

არქის მთავარი მიმართულება ხარისხიანი და ენერგოეფექტური საცხოვრებელი პროექტების მშენებლობაა. დღეისთვის, კომპანია მომხმარებელს 33 დასრულებულ პროექტს და 18 მიმდინარე მშენებლობას სთავაზობს. არქის საცხოვრებელი სახლები მდებარეობს როგორც თბილისში, ასევე ბათუმსა და ბაკურიანში. არქი კოხტას აპარტოტელი მაცხოვრებლებს რემონტის სრული პაკეტით, ავეჯითა და ტექნიკით ბარდება. 

სასტუმროები

არქი საქართველოში მაღალი დონის აპარტოტელებსა და სასტუმროებს აშენებს. კომპანიის საკუთრებაშია ბრენდული სასტუმრო - სანსეტ კვარიათი, რომელიც შავი ზღვის სანაპიროსთან ახლოს მდებარეობს. უახლოეს მომავალში, არქი გეგმავს თბილისსა და საქართველოს ზღვისა თუ მთის კურორტებზე მაღალი კლასის ბრენდული/არაბრენდული სასტუმროების აშენებასაც.