Close Icon
Chat Box
Archi Logo

შეუკვეთე ზარი

Phone Icon

დაგვიკავშირდით

+995 322 602 602

Phone Icon შეუკვეთე ზარი
გთხოვთ, ჩაწეროთ სახელი
გთხოვთ, აირჩიოთ ზარის მიზანი
გთხოვთ, ჩაწეროთ ტელეფონის ნომერი
ქარ ENG РУС

არქი არის სამშენებლო კომპანია, რომელიც ყველა სტანდარტის დაცვითა და უმაღლესი ხარისხის მასალებით აშენებს თანამედროვე და კომფორტულ ბინებს

ბლოგი

22/09/2021 _ ინტერიერი

ქოთნის ყვავილები საშემოდგომო ინტერიერისთვის

 

ინტერიერში მცენარეების და განსაკუთრებით ფერადი ყვავილების შემოტანა სახლს განსაკუთრებულ დახვეწილობასა და სიმყუდროვეს სძენს. Შემოდგომის ეფექტის დასანერგად კი მიწიერი ელემენტები საუკეთესო და მარტივი ხერხია. წარმოგიდგენთ 7 განსაკუთრებულად ლამაზ ყვავილს, რომელიც შეგიძლიათ გყავდეთ როგორც სახლში, ასევე ტერასაზე

 

 

 

ასტერები არიან გვირილის მსგავსი მრავალწლიანი ნარგავები ვარსკვლავური ფორმის ყვავილის თავებით, რომელთა ტონები მერყეობს თეთრ, ლურჯ და  იასამნისფერ ფერებში. მათ შემოაქვთ თვალისმომჭრელი სილამაზე ზაფხულის ბოლოს და შემოდგომაზე. ასტრას სრულად ან სანახევროდ მზიანი ადგილი შეურჩიეთ, მისი ნიადაგი კი უმეტესწილად სველი უნდა იყოს რადგან მათ ნესტიანი გარემო უყვართ.

 

 

 

 

ცელოზია, რომელსაც ასევე უწოდებენ სელოზიას,ეფექტური ვიზუალის გარდა გამოირჩევა იმით, რომ მისი გამოყენება დეკორაციადაც არის შესაძლებელი. თუ კი ცელოზიას მოკრეფთ და გაახმობთ, ის წლების მანძილზე შეგიძლიათ იქონიოთ. სახელი ცელოზია მომდინარეობს ბერძნული სიტყვა კელოსიდან, რაც ნიშნავს - იწვის, სწორედ ამ ყვავილის ფორმისა და შეფერილობის შესაბამისად. ცელოზიას მზიანი ადგილი უყვარს და კარგად დაწრეტილი ნიადაგი. 

 

 

 

 

ჰორტენზია მეყვავილეების საყვარელი ყვავილია, ის ერთ-ერთ ყველაზე ნატიფ და ელეგანტურ ყვავილად ითვლება მისი ფორმისა და ფერთა სიჭრელის გამო. ჰორტენზიას ბუჩქი თქვენს სახლსა ან ტერასაზე ავანგარდულ ესთეტიკას შემოიტანს. ყვავილებს ჩრდილი უყვართ და მათი ნიადაგი ყოველდღიურ მორწყვას ითხოვს, ძალიან უხდება კომპლექსური სასუქი. 

 

 

 

 

ხავერდა, იგივე დეკორატიული ზაფრანა, ერთი ან მრავალწლიანი ყვავილია. მისი სამშობლო ჩრდილოეთ ამერიკაა. მას საკმაოდ მძაფრი სურნელი აქვს, ხშირად იყენებენ ინტერიერში შემოდგომის მუხტის შემოსატანად. ეფექტური ვიზუალისა და სურნელის გარდა, ხავერდას მრავალი სამკურნალო თვისებაც აქვს, ამიტომ მას ხშირად მედიცინაშიც იყენებენ. დეკორატიული ზაფრანას მოვლა საკმაოდ მარტივია, ისინი უპრეტენზიო ყვავილები არიან, კარგად იტანენ როგორც მზიან ასევე ნახევრად ჩრდილიან ადგილს, რაც შეეხება ნიადაგის ტენიანობას, არ უყვართ სისველე და ჭარბი მორწყვა.

 

 

 

 

ოთახის ქრიზანთემები დიდი ხანია რაც შემოდგომის სიმბოლოდ იქცა. ძველად კი ის ახალგაზრდობისა და ხანგრძლივი სიცოცხლის სიმბოლო იყო, სამკურნალო თვისებების გამო მას დღემდე იყენებენ ფიტოთერაპიაში. ქრიზანთემას სიმაღლე 50-150 სმ აღწევს. მას უყვარს კარგად განათებული ადგილი, მაგრამ არაპირდაპირი მზის სხივი. ზამთარში უმჯობესია აივანზე მოათავსოთ თუ ტემპერატურა -3 გრადუსზე ქვევით არ იქნება. რაც შეეხება მორწყვას, ქრიზანთემას მიწა ბოლომდე არ უნდა გამოუშრეს, შემოდგომის სეზონზე კი პირიქით, უმჯობესია მიწის გამოშრობის შემდეგ მოირწყას, მხოლოდ საღამოობით.

 

 

 

 

დეკორატიული კომბოსტო ორწლიანი მცენარეა, სიმაღლე 60-80 სმ აღწევს.  მისი სამშობლო იაპონიაა. Მოვარდისფრო კომბოსტოს ლოტუსის ყვავილსაც ადარებენ. მისი სახლში გაზრდა და მოვლა სავსებით შესაძლებელია, უფრო მეტიც, დეკორატიული კომბოსტო ერთ-ერთი ყველაზე მარტივი მოსავლელი მცენარეა, ძალიან უპრეტენზიო და სიცივის ამტანი. ის ზამთარშიც კი ყვავილობს, უყვარს გრილი ოთახი. გაითვალისწინეთ, რომ კომბოსტო სულ მცირე ათლიტრიან ქოთანში უნდა ჩარგოთ და ნოყიერ მიწამდე კერამტზიტი ჩაყაროთ. მცენარეს საკმაოდ ძლიერი ფესვები აქვს, ამიტომ ხშირი მორწყვა სჭირდება. 

 

 

 

 

 მრავალწლიანი მცენარეა კანარის კუნძულებიდან და მაროკოდან. მისი სახელი ბერძნულია და ნიშნავს მარად მცხოვრებს. მათ გაზაფხულიდან შემოდგომამდე ზომიერი -  24-28 გრადუსი ტემპერატურა სჭირდებათ. ზამთარში კი ცოტა დაბალ ტემპერატურას საჭიროებენ — იდეალურია +10, +13 გრადუსი, თუმცა +4 გრადუსამდე ხანმოკლე შეციებასაც ადვილად აიტანენ. მათ თიხის ქოთანი და მზის აბაზანები უყვართ, რაც შეეხება მორწყვას, მხოლოდ მაშინ შეიძლება, როდესაც მიწა ბოლომდე გამოშრება.

 

 

 

 

არქი ყოველთვის ზრუნავს მის მაცხოვრებლებზე, არქი ქარდის საშუალებით, მათ შეუძლიათ ისარგებლონ ფასდაკლებებით საოჯახო ტექსტილის, ავეჯის, დეკორაციებისა და მცენარეების მაღაზიებში. ფასდაკლების ბარათები შეგიძლიათ ჩვენს ვებ გვერდზე იხილოთ.