Close Icon
Chat Box
Archi Logo
Phone Icon შეუკვეთეთ ზარი
შეუკვეთეთ ზარი
გთხოვთ, ჩაწეროთ სახელი
გთხოვთ, ჩაწეროთ ტელეფონის ნომერი
Phone Icon +995 322 602 602
დაგვიკავშირდით
Camera Icon

არქი ჯგუფი არის სამშენებლო კომპანია, რომელიც ყველა სტანდარტის დაცვითა და უმაღლესი ხარისხის მასალებით აშენებს თანამედროვე და კომფორტულ ბინებს

არქი მუხიანი 2

0 არქი მუხიანი 2 თბილისი, მუხიანის II მიკრო რაიონი
არქი მუხიანი 2
თბილისი, მუხიანის II მიკრო რაიონი  
არქი მუხიანი 2-ის მშენებლობა 2016 წლის აგვისტოში დაიწყო და 2018 წლის გაზაფხულზე დასრულდება. იგი ირგვლივ არსებული სხვა საცხოვრებელი სახლებისგან არქიტექტურითა და საერთო სარგებლობის ფართების მოწყობის ხარისხით გამოირჩევა. მუხიანი 2-ის მშენებლობა უმაღლესი ხარისხის ენერგოეფექტური და ეკოლოგიურად სუფთა სამშენებლო მასალებით მიმდინარეობს. მათ შორის აღსანიშნავია უმაღლესი ხარისხის გერმანული ბრენდის, Ytong-ის ენერგოეფექტური სამშენებლო ბლოკები, რომელთა თბოსაიზოლაციო თვისებები ენერგიის ხარჯვას 40%-ით ამცირებს, რაც მესაკუთრეს გარემოს გაფრთხილებისა და ბინის გათბობა-გაგრილებაზე თანხის დაზოგვის საშუალებას აძლევს. ამას გარდა, Ytong უნიკალური თვისებებით გამოირჩევა, რაც ხელს უშლის ხანძრის გავრცელებას 4 საათის განმავლობაში.
0
ბინის არჩევა
ინფრასტრუქტურა
არქი მუხიანი 2 მთლიანად მომხმარებლების ინტერესების გათვალისწინებით შეიქმნა. ამ უბანში აშენებულმა პირველმა კომპლექსმა უდიდესი მოწონება დაიმსახურა. მომდევნო პროექტის, არქი მუხიანი 2-ის ინფრასტრუქტურამ კი ყველა ტიპის მყიდველის სურვილები და მოთხოვნილებები გააერთიანა. პროექტის საერთო ფართი 9881.2 კვ/მ-ს შეადგენს. 14-სართულიან საცხოვრებელ სახლში 130 ბინა და ერთდონიანი მიწისქვეშა ავტოსადგომია.
პროექტის პროგრესი
არქი მუხიანი 2-ში მიმდნარეობს ტიხრების სამუშაოები. შიდა ლესვითი სამუშაოები თითქმის დასრულებულია. დასრულდა კარ-ფანჯრების მონტაჟის სამუშაოები.
მდებარეობა
პროექტისთვის საუკეთესო ადგილია შერჩეული. იგი მუხიანის ცენტრალურ ნაწილში, II მიკრო რაიონში, ნონეშვილის ქუჩის სიახლოვეს, ულამაზესი სკვერის გვერდით მდებარეობს. არქი მუხიანი 2-დან მეტროსადგურ ახმეტელამდე ფეხით სულ რაღაც 10 წუთის სავალია.
მდებარეობა