სამშენებლო მასალები

იტონგი

არქის ყველა პროექტის მშენებლობა გერმანული ბრენდის Ytong-ის ენერგოეფექტური სამშენებლო ბლოკით მიმდინარეობს. Ytong მსოფლიო ლიდერია სამშენებლო ბლოკების წარმოებაში და 2013 წელს გერმანიის საუკუნის ბრენდადაც დასახელდა.

ბეტონის ჩვეულებრივ სამშენებლო ბლოკთან შედარებით Ytong-ის ბლოკი 6-ჯერ ნაკლებად თბოგამტარია, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ბლოკით აშენებული კედელი უფრო დიდხანს ინარჩუნებს ოთახში ტემპერატურას. შენობის გასათბობად თუ გასაგრილებლად 40%-ით ნაკლები ენერგია იხარჯება და მცირდება კომუნალური ხარჯები.

Ytong-ის ბლოკი ეკოლოგიურად სუფთა, ბუნებრივი მასალებისგან მზადდება. მისი კიდევ ერთი უპირატესობა ხანძარგამძლეობაა. ინტენსიური ცეცხლის ზემოქმედებისას ბლოკი ხანძარს 4 საათის განმავლობაში უძლებს. Ytong-ის ბლოკი მსუბუქია და კონსტრუქციაზე დაწოლას ამცირებს, ეს კი სეისმური აქტივობის დროს უსაფრთხოებას განაპირობებს.

 

 

ჰაიდელბერგის ბეტონი

არქი მშენებლობებში გერმანული ბრენდის HeidelbergCement-ის ბეტონს იყენებს. კომპანია 150 წლის წინ შეიქმნა, ხოლო ქართულ ბაზარზე 2006 წლიდან ოპერირებს.

ჰაიდელბერგცემენტის ბეტონი შენობის სიმყარის გარანტიაა - კომპანია მსოფლიოში მოწინავე პოზიციაზეა ცემენტის და ბეტონის წარმოებაში. ბეტონი იწარმოება ლაბორატორიული მეთვალყურეობის ქვეშ, მუდმივად მოწმდება პროდუქციის ხარისხი, რათა აკმაყოფილებდეს საერთაშირისო სტანდარტებს.

ფუნდერმაქსი

არქი ფასადების მოსაპირკეთებლად მსოფლიოში ლიდერი, ავსტრიული ბრენდის Fundermax-ის უმაღლესი ხარისხის Hpl პანელებს იყენებს. კომპანია 1890 წელს დაარსდა და პროდუქციის წარმოებისას ყოველთვის იყენებდა ბუნებრივ ნედლეულს, ამ ტრადიციას არც ახლა ღალატობს. ფუნდერმაქსის პანელები თანამედროვე ტექნოლოგიით მზადდება, არ ზიანდება, უძლებს ნებისმიერ ამინდს და ტემპერატურას.

კაპაროლი

არქი ფასადების მოსაპირკეთებლად გერმანული ბრენდის Caparol-ის მასალებს იყენებს. კომპანია 1895 წელს დაარსდა და ინოვატორის სახელი დაიმკვიდრა, რომელსაც დღესაც ინარჩუნებს. კაპაროლის საღებავი, ბათქაში და სხვა კომპონენტები გამოირჩევა მაღალი ხარისხით, ძალიან გამძლეა და უძლებს კლიმატურ ცვლილებებს.

კონეს ლიფტები

არქი პროექტებში უმაღლესი ხარისხის ლიფტებს ამონტაჟებს. ერთ-ერთი მათგანია ფინური ბრენდი KONE, რომელიც 1910 წელს დაარსდა და  მსოფლიო აღიარება ინოვაციური ლიფტებით მოიპოვა. კონეს ლიფტებს მთელ მსოფლიოში ენდობიან, რადგან უსაფრთხოა და მყარი კონსტრუქციით, საუკეთესო მუხრუჭებით და ოპტიმიზირებული ამძრავი სისტემით გამოირჩევა.

 

ალუკაბონდი

არქი ფასადების მოსაპირკეთებლად შვეიცარიული ბრენდის Alucobond-ის მასალას იყენებს. ალუკაბონდი 1969 წელს დაარსდა, სწრაფად დაიმკვიდრა ადგილობრივ ბაზარზე სანდო კომპანიის სახელი და შემდეგ გლობალურ ბრენდად იქცა. დღესდღეობით მის წარმოებულ უმაღლესი ხარისხსის პანელებს წამყვანი ბრენდები მთელი მსოფლიოს მასშტაბით იყენებენ. 

ვინერბერგერის აგური

არქი ფასადის მოსაპირკეთებლად ავსტრიული ბრენდის Wienerberger-ის აგურს იყენებს. ვინერბერგერის აგურის პირველი ქარხანა 1819 წელს გაიხსნა და წლების განმავლობაში ევროპაში ყველაზე დიდ ქარხნად იქცა. დღეს კი ვინერბერგერი აგურის წარმოებაში მსოფლიოში ლიდერი კომპანიაა. იგი აწარმოებს მდგრად და ვიზუალურად გამორჩეულ აგურს, რომელიც არ კარგავს ფერს და ფორმას.